FT: აშშ გეგმავს, რუსეთს სამხედრო ტექნიკის საიმპორტო ნაწილებზე წვდომა დაუბლოკოს
29/03/2022 11:09:45 მსოფლიო
აშშ-ს სურს, გადადგას ნაბიჯები, რათა რუსეთს უცხოეთში სამხედრო ტექნიკისთვის აუცილებელი ნაწილების შეძენის შესაძლებლობა შეუწყდეს, - იუწყება Financial Times (FT) ერთ-ერთ ამერიკელ ჩინოსანზე დაყრდნობით.
მისივე თქმით, “მოსკოვს სამხედრო ტექნიკის კუთხით მდგომარეობა მაქსიმალურად უნდა გაუუარესდეს, ამდენად, ვაშინგტონს მიზანში მიწოდებების ჯაჭვის საკვანძო პუნქტები აქვს ამოღებული რუსეთის თავდაცვის მრეწველობაში, რომელიც კვლავინდებურად დასავლურ ტექნოლოგიებს ეფუძნება”.
“საექსპორტო კონტროლის სფეროში დასავლური თანამშრომლობა აიძულებს სხვა ქვეყნებს, ამ ზომებს დაემორჩილონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, დაკარგონ საკვანძო ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენების უფლება” – დასძინა FT-ს რესპონდენტმა.


