პესკოვმა განმარტა, რა როლს ასრულებს აბრამოვიჩი რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებებში
29/03/2022 10:56:50 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი არ არის რუსეთის დელეგაციის ოფიციალური წევრი.
„მიუხედავად ამისა, ჩვენი მხრიდან დღეს ისიც იმყოფება სტამბოლში“, - განუცხადა პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს.
როგორც მან განმარტა, "აბრამოვიჩი ჩართულია რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის გარკვეული კონტაქტების უზრუნველყოფაში“.
კითხვაზე, რომელმა მხარემ მიიღო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის ჩართვის გადაწყვეტილება, პესკოვმა შემდეგი განაცხადა:
„ორ მხარეს შორის კონტაქტების განსახორციელებლად საჭიროა ორივე მხარის თანხმობა და აბრამოვიჩის შემთხვევაში, ეს თანხმობა არის ორივე მხრიდან".


