რუსი დეპუტატი აზერბაიჯანზე ბირთვული შეტევის განხორციელების ინიციატივით გამოდის
29/03/2022 10:43:15 მსოფლიო
რუსი დეპუტატი მიხეილ დელიაგინი აზერბაიჯანზე ბირთვული შეტევის განხორციელების ინიციატივით გამოდის.
ტელეგრამ-არხში განთავსებულ პუბლიკაციაში დელიაგინი მიზნად აზერბაიჯანული ნავთობმრეწველობის განადგურებას ასახელებს, მიზეზად კი - იმას, რომ “აზერბაიჯანმა, ჩათვალა რა, რომ რესურსების უკრაინაზე გადართვის გამო რუსეთი დაუძლურებულია, აგრესიის განხორციელება გადაწყვიტა”.



