Accentnews.ge
"მოლაპარაკებით არაფერი გამოვა, ჯერ ბოლომდე უნდა გაანადგურო „ბანდერელები, ნაციკები და შაითანები“ და მერე გადაწყვიტო, რას აკეთებ შემდეგ"

"მოლაპარაკებით არაფერი გამოვა, ჯერ ბოლომდე უნდა გაანადგურო „ბანდერელები, ნაციკები და შაითანები“ და მერე გადაწყვიტო, რას აკეთებ შემდეგ"

29/03/2022 10:09:21 მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა სტამბოლში, უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების დაწყების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებით არაფერი გამოვა და დაწყებული ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

"ჯერ ბოლომდე უნდა გაანადგურო „ბანდერელები, ნაციკები და შაითანები“ და მერე გადაწყვიტო, რას აკეთებ შემდეგ", – აცხადებს კადიროვი.

28 მარტს რიგმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S