Accentnews.ge
პოდოლიაკმა ჟურნალისტებს რუსეთთან მოლაპარაკებების დეტალები გაანდო

პოდოლიაკმა ჟურნალისტებს რუსეთთან მოლაპარაკებების დეტალები გაანდო

29/03/2022 09:30:55 მსოფლიო

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ფარგლებში ამჟამად გრძელდება ინტენსიური კონსულტაციები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელთა შორის საკვანძო უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებაა. მხოლოდ ასეთი ხელშეკრულებით შეგვეძლება, დავასრულოთ ომი ისე, როგორც უკრაინას სურს” – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა და მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრმა მიხაილ პოდოლიაკმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტაა, რათა შესაძლებელი გახდეს დაგროვებული ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა.

"გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სულ უფრო იზდება – ესაა ომის ესკალაციის, სიძულვიის ესკალაციის, ტრადიციებისა და ომის წარმოების წესების დარღვევის პრობლემა. თანაც, არა მარტო ბრძოლის ველზე. პირდაპირ ეთერშიც ზოგან გაისმის მოწოდებები ერთი ან მეორე ერის განადგურების შესახებ, რაც კონფლიქტებსა და იმის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს იწვევს, როგორ ირღვევა ტყვევებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო კონვენცია” – აღნიშნა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S