ბაიდენის ადმინისტრაციამ 2023 ფინანსური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა, რომელშიც თავდაცვაზე რეკორდული ოდენობის ხარჯია გათვალისწინებული
29/03/2022 09:10:45 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2023 ფინანსური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა, რომელშიც თავდაცვაზე რეკორდული - 813 მლრდ დოლარის ოდენობის ხარჯია გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მისივე ცნობით, გაზრდიი ხარჯის უდიდესი ნაწილი ჩინურ საფრთხეზე პასუხისთვისაა განსაზღვრული, თუმცა დაახლოებით 7 მლრდ ნატო-ს გაძლიერებაზე, ევროპაში წარმოდგენილობის ზრდასა და უკრაინის დახმარებაზე მიიმართება.


