ნიკოლაევში რუსმა ოკუპანტებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ
29/03/2022 08:50:12 მსოფლიო
ნიკოლაევში რუსმა ოკუპანტებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ.
ადმინისტრაციის უფროს ვიტალი კიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან 100-მდე ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, 8 კიდევ რჩება.
ვიტალი კიმის თქმით, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ნახევარი შენობა განადგურებულია. თავდასხმის მომენტში კი თავად ჩაის დასალევად იყო გამოსული.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს.
25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.


