Accentnews.ge
"რუსულმა აგრესიამ ძველი მეზობლები ერთმანეთს კვლავ შეახვედრა"

"რუსულმა აგრესიამ ძველი მეზობლები ერთმანეთს კვლავ შეახვედრა"

29/03/2022 08:47:19 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის N69 საბავშვო ბაღში მომხდარი ისტორიის შესახებ ისაუბრადა აღნიშნა, რომ "რუსულმა აგრესიამ ძველი მეზობლები ერთმანეთს კვლავ შეახვედრა".

"ომი არის დიდი უბედურება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს. მინდა, მოგიყვეთ ერთი ისტორია. როგორც იცით, თბილისის მუნიციპალურ ბაღებში დავიწყეთ უკრაინელი პატარების მიღება, სადაც მათ ექნებათ უფასო მომსახურება. ასე აღმოჩნდა თბილისის 69-ე ბაღში უკრაინის მოქალაქე ტამარა კოზერენკოს გოგონა, რომლის პედაგოგიც არის ქალბატონი ხათუნა ბერიძე. ამ ამბავში უცნაური არაფერია, გარდა ერთი რამისა – ორივე ქალბატონი ოდესღაც აფხაზეთში ცხოვრობდა, ისინი მეზობლები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ. ომმა და წლებმა მეზობლები ერთმანეთს დააშორა, თუმცა, დღეს რუსულმა აგრესიამ ისინი ისევ შეახვედრა ერთმანეთს.მჯერა, ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდობიანად დაუბრუნდნენ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინასა და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ბელიაშვილის ქუჩა N5-ში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთის შეგროვებისა და გაგზავნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. კალაძემ რიგით მოქალაქეებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროცესში ჩართულობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S