Accentnews.ge
სამგზავრო ბარათის მიბმა საბანკო ბარათზე მაისიდან იქნება შესაძლებელი

სამგზავრო ბარათის მიბმა საბანკო ბარათზე მაისიდან იქნება შესაძლებელი

29/03/2022 08:11:30 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანპორტის სამგზავრო ბარათების მიბდასაბანკო ბარათზე მაისიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სერვისის ამოქმედების შედეგად, მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს:

„დღეის მდგომარეობით, 55 000-მდე სხვადასხვა კატეგორიის აბონემენტია გაყიდული და ეს პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელი. რაც შეეხება თვითონ აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათებზე მაისისთვის უკვე შესაძლებელი იქნება, ეს აბონემენტები საბანკო ბარათს მიებას და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერი ვადის აბონემენტი".

თბილისის მერის განცადებით ზუსტად როდიდან იქნება ამ სერვისის ამოქმედება შესაძლებელი, საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S