Nokia-ს რუსეთში კიბერჯაშუშობის სისტემის ჩამოყალიბებასთან აქვს კავშირი - The New York Times
29/03/2022 08:04:29 მსოფლიო
The New York Times-ის ცნობით, ფინურ კომპანია Nokia-ს რუსეთში კიბერჯაშუშობის სისტემის ჩამოყალიბებასთან აქვს კავშირი.
"მარტში Nokia-მ განაცხადა, რომ რუსეთში გაყიდვებს წყვეტს და უკრაინაში რუსული არმიის შეჭრაც დაგმო, თუმცა დაავიწყდა, ეხსენებინა, რომ რუსეთში ტოვებს აღჭურვლობას და პროგრანულ უზრუნველყოფას, რომელიც ციფრული თვალთვალის ყველაზე მძლავრ სამთავრობო ინსტრუმენტს რუსეთში უმსხვილეს ტელესაკომუნიკაციო ქსელთან აკავშირებს. ФСБ სისტემას სატელეფონო საუბრების მოსმენისა და სხვადასხვა სახის ინტერნეტ-კავშირებთან წვდომისთვის იყენებს" - წერს გამოცემა.


