კულება: "მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოახდინოს Z სიმბოლოს კრიმინალიზება"
29/03/2022 06:46:11 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ყველა ქვეყანას მოუწოდებს, მოახდინოს Z სიმბოლოს კრიმინალიზება.
"მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოახდინოს Z სიმბოლოს, როგორც რუსეთის ომის და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდაჭერის კრიმინალიზება. Z ნიშნავს რუსეთის ომის დანაშაულებს, ჩვენს დაბომბილ ქალაქებს, ათასობით მოკლულ უკრაინელებს. ბარბაროსობის ღია მხარდაჭერა აკრძალული უნდა იყოს". - წერს დმიტრო კულება სოციალურ ქსელში.
უცნობია, კონკრეტულად რატომ დაიწყო რუსულმა ჯარმა Z სიმბოლოს გამოყენება. ისინი მას თავიანთ ტექნიკაზე გამოსახავდნენ. მალევე ეს სიმბოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ იქცა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ უფრო და უფრო მეტ ტექნიკას ვხედავდით ზედ მითითებული O, X, A, V და Z სიმბოლოებით. როგორც წესი, ასოები კვადრატულ ან წრიულ ფორმაში იყო ჩასმული. ყველაზე პოპულარული თეორიის თანახმად, ასოები იმ ადგილებს აღნიშნავდა, სადაც რუსი ჯარისკაცები იყვნენ გამწესებული. Z პოტენციურად დასავლეთი, "ზაპადი" უნდა ყოფილიყო.


