Accentnews.ge
"შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და მათ შედეგებს გააანალიზებს"

"შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და მათ შედეგებს გააანალიზებს"

29/03/2022 06:08:53 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და მათ შედეგებს გააანალიზებს.

მისი თქმით, რომ სანქციების პაკეტები უნდა იყოს ქმედითი და არ უქმნიდეს რუსეთს იმის ილუზიას, რომ "შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებენ".

"უკვე ამ კვირიდან პრეზიდენტის ოფისში შევქმნით ექსპერტთა ჯგუფს - უკრაინელების და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების ანალიზს ჩაატარებენ, [გასარკვევად] რეალურად რაზე მოქმედებს [ეს სანქციები]...ახლა არის ბევრი მინიშნება, რომ თითქოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უფრო გამკაცრდება, მაგალითად ევროპაში რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დადება, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. უბრალოდ დაფიქრდით, სადამდე მივიდა ყველაფერი - ველოდებით ქიმიურ იარაღს... ჩვენ ხომ ცოცხალი ადამიანები ვართ და უნდა ველოდოთ. ნუთუ, რაც რუსმა სამხედროებმა უკვე გააკეთეს და აქამდე აკეთებენ, ნავთობის ემბარგოს არ იმსახურებს?!", – განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S