Accentnews.ge
FT: პუტინმა მოთხოვნები შეცვალა

FT: პუტინმა მოთხოვნები შეცვალა

29/03/2022 05:39:53 მსოფლიო

რუსეთმა მოლაპარაკებების ფარგლებში მოთხოვნები შეცვალა, კერძოდ - უკრაინის "დენაციფიკაციას" აღარ ითხოვს და მზად არის ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება მისცეს, – იუწყება The Financial Times ოთხს წყაროზე დაყრდნობით.

წყაროების თქმით, ზემოთ ხსენებულის სანაცვლოდ უკრაინამ უნდა დადოს პირობა, რომ ნატო–ში გაწევრიანებაზე უარს იტყვის და თავის ტერიტორიებზე მესამე ქვეყნის ჯარებს არ განათავსებს, ასევე თავს შეიკავებს ბირთვული იარაღის დამზადებისგან.

გამოცემის ცნობით, თავის მხრივ, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, რომლებსაც ხელს მოაწერენ შემდეგი ქვეყნები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი, იტალია, პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი და თავად რუსეთი.

მოლაპარაკებებთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მოსკოვი და კიევი სამხედრო მოქმედებების შეჩერებას განიხილავენ.

როგორც The Financial Times-ის წყაროები აცხადებენ, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში არაფერი წერია რუსეთის სამ პირვანდელ პუნქტზე: "დენაციფიკცია", "დემილიტარიზაცია" და უკრაინაში რუსული ენის სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ დღეს სტამბოლში უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.

როგორც ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა და უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა დავით არახამიამ The Financial Times–ს განუცხადა, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს და ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა სხვა პირმა თქვა, რომ უკრაინა შეშფოთებულია, რომ რუსეთი თითქმის ყოველდღე ცვლის თავის პოზიციას, როგორც სამხედრო ზეწოლის, ასევე კიევის "დემილიტარიზაციის" მოთხოვნის კუთხით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S