Accentnews.ge
"უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ ვიღაც პოლიტიკოსებს სიმამაცე არ ყოფნით, გადმოგვცენ შესაბამისი შეიარაღება"

"უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ ვიღაც პოლიტიკოსებს სიმამაცე არ ყოფნით, გადმოგვცენ შესაბამისი შეიარაღება"

29/03/2022 05:20:02 მსოფლიო

"უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ ვიღაც პოლიტიკოსებს სიმამაცე არ ყოფნით, გადმოგვცენ შესაბამისი შეიარაღება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას აღნიშნა.

მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყნებს თუ შეუძლიათ უკრაინელების გადარჩენა, მათ ეს უნდა გააკეთონ.

"შიში ყოველთვის გხდის თანამონაწილეს. თუ ვინმეს, რუსეთის გამო ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ეშინია, რომელიც შესაბამისი თვითმფრინავების, ტანკებისა და საარტილერიო დანადგარების მიღებაში დაგვეხმარება, ეს ადამიანები ავტომატურად, ამ კატასტროფისთვის თანაბრად პასუხისმგებლები იქნებიან", – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S