
გერმანიაში „Z“-ის გამოყენება შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს
28/03/2022 20:31:50 ევროპა
გერმანიაში პირი „Z“–ის გამოყენების შემთხვევაში, რაც ომის წახალისენად აღიქმება, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს,– ამის შესახებ Reuters გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც განიმარტა, ზოგადად ასობგერა Z–ის გამოყენება არ იკრძალება, თუმცა გათვალისწინებულ იქნება კონტაქსტი, რადგან რიგ შემთხვევაში მისი გამოყენება შესაძლოა, მიუთითებდეს რუსეთის აგრესიული ომისადმი მხარდაჭერას.
Z გამოიყენება როგორც მარკირება რუსეთის სამხედრო მანქანებზე, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში. მას ასევე იყენებენ კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერები.
„რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის კრიმინალური ქმედება და ვინც საჯაროდ მოიწონებს ამ აგრესიულ ომს, ასევე შეიძლება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. უშიშროების ფედერალური ორგანოები აკვირდებიან პროცესს და მივესალმებით განცხადებას, რომ რამდენიმე ფედერალური მიწა ასევე განიხილავს ამ საკითხს და მიიღებს შესაბამის ზომებს”, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.