
ბრიტანელი მინისტრი: „უკრაინის გაყიდვა არ უნდა დავუშვათ!“
28/03/2022 20:18:24 ევროპა
რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინა აღმოჩნდეს გაყიდული,– ამის შესახებ Reuters–ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ დასრულდეს უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით“, - თქვა ტრასმა.
მისი თქმით, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრით სარგებელი არ უნდა ნახოს:
"ჩვენ გვახსოვს 2014 წლის რთული დარეგულირება, რომელმაც ვერ უზრუნველყო უკრაინას გრძელვადიანი უსაფრთხოება. პუტინი უბრალოდ მეტისთვის დაბრუნდა. ამიტომ, არ შეგვიძლია, მას ამ საშინელი აგრესიის მოგების უფლება მივცეთ“.
მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინა ახლა იმისთვის იხდის საფასურს, რომ დასავლეთი წლების განმავლობაში ვერ აცნობიერებდა ვლადიმირ პუტინისგან მომდინარე საფრთხეს.