Accentnews.ge
აშშ გერმანიაში ექვს საბრძოლო თვითმფრინავს განათავსებს

აშშ გერმანიაში ექვს საბრძოლო თვითმფრინავს განათავსებს

28/03/2022 20:00:11 ევროპა

უკრაინაში რუსეთის ომის გამო აშშ-ის სამხედროები გერმანიაში ექვს თვითმფრინავს განათავსებენ რადიოელექტრონული ომისთვის,– იუწყება Spiegel პენტაგონის სპიკერ ჯონ კირბრზე დაყრდნობით.

აშშ-ს საზღვაო ძალების ექვსი Boeing EA-18 Growler თვითმფრინავი, დაახლოებით 240 ჯარისკაცთან ერთად, გადანაწილდება სპანგდალის ბაზაზე რაინლანდ-პფალციში.

კირბის თქმით, გამანადგურებლები სასამარგებლოა მაგალითად, მტრული სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვის მწყობრიდან გამოყვანის კუთხით.

კირბი აღნიშნავს, რომ მანქანები არ იქნება გამოყენებული უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ, მაგრამ უნდა ემსახურებოდეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას და რუსეთის შემაკავებელ ფაქტორს.

ტრანსფერი გერმანიის ფედერალურ მთავრობასთან შეთანხმებული იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S