Accentnews.ge
დარჩელში ღიად პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნას დაპირისპირება მოჰყვა

დარჩელში ღიად პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნას დაპირისპირება მოჰყვა

28/03/2022 17:12:06 პოლიტიკა, საზოგადოება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაია კალანდიამ გააპროტესტეს.

მათ სახლის მეპატრონისგან, რომელშიც ოფისი გაიხსნა, მოითხოვეს, ჩამოეხსნა "კონსერვატიული მოძრაობის" შენობის ფასადზე განთავსებული ბანერი, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და მოძრაობის წევრებს შორის. საბოლოოდ სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

აქციის მონაწილეების თქმით, არ დაუშვებენ იმას, რომ სოფელში ფუნქციონირება გააგრძელოს ორგანიზაციამ, რომელიც რუსეთის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ოფისი დატოვეს „კონსერვატიული მოძრაობის" წევრებმა, თუმცა ადგილზე რჩება პოლიცია და იცავს ოფისს.

„კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი უკვე ფუნქციონირებს ზუგდიდის ცენტრში.

ღიად პრორუსული პარტია „კონსერვატიულ მოძრაობა“ 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. პარტია თებერვლიდან მოყოლებული, საქართველოს პატარა და დიდ ქალაქებში ოფისებს ხსნის, თუმცა „კონსერვატიული მოძრაობის“ ათობით ოფისის გახსნას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია. ხულოში, მესტიაში, ამბროლაურში, მარნეულში, ოზურგეთში, ქობულეთში, შუახევში, საგარეჯოში სამოქალაქო აქტივისტები თუ, უბრალოდ, იქ მცხოვრები მოსახლეობა, ვინც მათ ღიად პრორუსულ ორიენტაციას აპროტესტებს, ქუჩაში გამოვიდა და ვინც როგორ შეძლო, ისე გააპროტესტა ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი და 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორი „ალტ-ინფოს“ ჯგუფის ოფისების გახსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S