wsj:"რუსებმა, სავარაუდოდ, უკრაინული დელეგაციისა და აბრამოვიჩის მოწამვლა სცადეს"
28/03/2022 16:23:00 მსოფლიო
რუსებმა, სავარაუდოდ, უკრაინული დელეგაციისა და რუსი ოლიგაქრის რომან აბრამოვიჩის მოწამვლა სცადეს - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
"უკრაინის დედაქალაქში შეხვედრის შემდეგ, ბ-ნ აბრამოვიჩს, რომელიც მოსკოვს, ლვოვს და სხვა მოლაპარაკებების ადგილებს შორის იმყოფებოდა, ისევე როგორც უკრაინის გუნდის სულ მცირე ორ მაღალჩინოსანს, განუვითარდა სიმპტომები, თვალების ჩაწითლება, შეუწყვეტელი და მტკივნეული ცრემლიანობა, სახეზე და ხელებზე კანის აცლა" - წერს Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით.
იმავდროულად, ჟურნალისტ ფარიდა რუსტამოვას ტელეგრამის არხი Faridaily (რომელიც წარსულში მუშაობდა BBC-ის რუსულ სამსახურში), იუწყება, რომ მისი წყაროები ადასტურებენ, რომ აბრამოვიჩმა აღნიშნული სიმპტომები განიცადა დაახლოებით ორი კვირის წინ. ასევე, მან დაკარგა მხედველობა რამდენიმე საათის განმავლობაში.


