
„აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას საწვავი მიაწოდოს“ - ზელენსკი
28/03/2022 16:10:18 ევროპა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მზადაა, უკრაინას საწვავი მიაწოდოს საომარი მდგომარეობის დროს საგაზაფხულო სამუშაოებისთვის,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა,
"მოლაპარაკება მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. ვაცნობე მშვიდობიან მოსახლეობაზე ახალი დარტყმების შესახებ. განვიხილეთ მწვანე დერეფნების გადაუდებელი აუცილებლობა. მადლობა გადავუხადე ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მზადყოფნისთვის საწვავის მოწოდებისთვის სათესი კამპანიისთვის", - ამბობს ზელენსკი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი უკრაინას ნავთობპროდუქტებით დაეხმარება.