Accentnews.ge
ლავროვმა პუტინის შესაძლო გადაყენების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა

ლავროვმა პუტინის შესაძლო გადაყენების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა

28/03/2022 15:16:34 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს დღეს სერბმა ჟურნალისტებმა რუსი ოლიგარქების უკმაყოფილებასა და ამის გამო პუტინის შესაძლო გადაყენებაზე ჰკითხეს.

ლავროვმა ინფორმაციას „უკრაინის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული სისულელე“ უწოდა.

„არ მინდა სისულელეზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს ზუსტადაც რომ სისულელეა, რომელსაც უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამას ავრცელებენ ასევე ჩვენი რუსი ნეოლიბერალები, რომლებიც ახლა უცხოეთში იმყოფებიან. როგორც ჩანს, იქ მათ დილით ურიგებენ მასალებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაახმოვანონ და ისინიც ახმოვანებენ. ეს ყველაფერი აშკარა ტყუილია. ყველა ცოცხალია, ჯანმრთელია და ყველა მუშაობს. ამის ნახვა რეგულარულად შეგიძლიათ ტელეეკრანებზე, სოციალურ ქსელებში. მთავრობა მუშაობს, მთლიანი ადმინისტრაცია მუშაობს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს, მათ შორის ანგარიშები გაუყინეს და ქონება ჩამოართვეს კრემლთან კავშირში მყოფ არაერთ რუს ბიზნესმენს.

ოლიგარქების უკრაყოფილების შესახებ სხვადასხვა წყაროებით არაერთგზის გავრცელდა ცნობები. მათ შორის იმის თაობაზეც, რომ ოლიგარქები პუტინის „ფიზიკური ჩამოშორების“ გზებს ეძებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S