Accentnews.ge
ესტონეთის პრეზიდენტი – NATO–ს: „ვაღიაროთ, რომ პუტინი ყველა ჩვენგანისთვის სამხედრო საფრთხეა"

ესტონეთის პრეზიდენტი – NATO–ს: „ვაღიაროთ, რომ პუტინი ყველა ჩვენგანისთვის სამხედრო საფრთხეა"

28/03/2022 15:00:42 ევროპა, მსოფლიო

ნატომ უნდა მოუსმინოს ალიანსის აღმოსავლელ წევრებს და მოემზადოს მომავალი საფრთხეებისთვის,–ამის შესახებ Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი წერს.

„ჩვენ მიგვიღეს ნატოში ალბანეთთან, ბულგარეთთან, ხორვატიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, პოლონეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთთან და სლოვენიასთან ერთად. მაგრამ ზოგიერთმა მთავრობამ სერიოზულად არ მიიღო ჩვენი გაფრთხილებები რუსეთის შესახებ. ახლა ხედავენ, რომ ჩვენ მართალი ვიყავით“, - წერს კარისი.

პრეზიდენტი გამოდის გაფრთხილებით, რომ კრემლი „ევროპაში ახალი რკინის ფარდის აღმართვას ცდილობს“.

როგორც კარისი აღნიშნავს, "როდესაც აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი ქვეყნები საუბრობდნენ ნატოს თავდაცვის გაძლიერებაზე, ზოგიერთმა ეს უარყო, როგორც „დამღლელი საჩივრები", მაგრამ ყირიმი ანექსიის შემდეგ "ხალხმა დაიწყო გაცნობიერება, რომ შესაძლოა, პოლონეთისა და და ბალტიისპირეთის ქვეყნების გაფრთხილებაში იყო გარკვეული სიმართლე":

"ახლა ნატო მზად უნდა იყოს მომავალი საფრთხეებისთვის. მოდით, ვაღიაროთ, რომ რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის მთელს დემოკრატიულ სამყაროს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ყველაზე ახლოს არიან. მოდით, ვაღიაროთ, რომ პუტინი სამხედრო საფრთხეა ყველა ჩვენგანისთვის", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის იუსტიციის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს რისი სიმბოლოების აკრძალვის შესახებ, რომლებიც ამართლებენ აგრესიას და ომისკენ მოუწოდებენ.

ლიეტუვაში მსგავსი პროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S