G7-მა გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარი თქვა
28/03/2022 14:34:16 მსოფლიო
G7-ის ქვეყნებმა (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კანადა, აშშ და დიდი ბრიტანეთი) უარყვეს რუსეთის მოთხოვნა გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდის თაობაზე. ამის შესახებ G7-ის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
G7-ის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუბლში გადახდის მოთხოვნა არის "არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა".
”ეს ნიშნავს, რომ რუბლით გადახდა მიუღებელია”, - თქვა გერმანელმა მინისტრმა რობერტ ხაბეკმა.
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ "არამეგობრული ქვეყნებისთვის" გაზის მიწოდება მხოლოდ რუბლებში განხორციელდებოდა.
"პუტინის მცდელობა, დაგვყოს, აშკარაა. მაგრამ არის დიდი ერთობა. ჩვენ არ მივცემთ უფლებას, დაგვყოს და G7 ქვეყნების პასუხი ნათელია – კონტრაქტები დაცული იქნება", - განაცხადა ხაბეკმა.


