
„ირპენი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა“ - ქალაქის მერი
28/03/2022 14:08:55 ევროპა
ირპენი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა განაცხადა.
„ჩვენი ირპენი გათავისუფლდა ოკუპანტებისგან. დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს“,– წერს მერი ტელეგრამ–არხზე.
მისი თქმით, ქალაქში მიმდინარეობს გაწმენდითი ოპერაციები და მოსალოდნელია რუსული ძალების თავდასხმები.
ის ირპინის მცხოვრებლებს სთხოვენ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჯერ არ დაბრუნდნენ ქალაქში.