
„მარიუპოლში ალყის დროს 5 000–მდე ადამიანი დაიღუპა“– კიევი
28/03/2022 13:51:36 ევროპა
უკრაინის ხელისუფლების წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში, რომელიც 1 მარტიდან რუსული ძალების მიერაა ალყაში მოქცეული, 27 მარტის მდგომარეობით, დაიღუპა 5000– ადამიანი, მათ შორის 210–მდე ბავშვია.
აღინიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის აღწერა ამ მომენტისთვის შეუძლებელია.
ამავე წყაროს ცნობით, ბლოკადის შემდეგ მარიუპოლიდან 150 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დაახლოებით 170 000 კვლავ ბლოკადაში რჩება, 30 ათასი მოსახლე გადაიყვანეს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში – ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან რუსეთში. ხოლო ბლოკადამდე ზღვისპირა ქალაქი 140 000-მდე დატოვა.
მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ მარიუპოლს ყველა მაცხოვრებლის ევაკუაცია სჭირდება, თუმცა მსგავსი ზაობა რუსული ძალები მხრიდან არაა. ქალაქში აღარ არსებობს დაუზიანებელი შენობა, არ არის წყალი, საკვები, დენი და გაზი. ადგილზე ვითარება კრიტიკულია.