Accentnews.ge
ჩრდილოეთ მაკედონია ქვეყნიდან ხუთ რუს დიპლომატს აძევებს

ჩრდილოეთ მაკედონია ქვეყნიდან ხუთ რუს დიპლომატს აძევებს

28/03/2022 12:50:31 ევროპა

ჩრდილოეთ მაკედონია ქვეყნიდან ხუთ რუს დიპლომატს აძევებს. შესაბამისი ნოტა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს გადასცა.

„კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულმა პირებმა ჩაიდინეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებები და მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მოუწევთ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გასულ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ორი რუსი დიპლომატი.

ორივე შემთხვევას რუსეთი სარკისებური ზომებით გამოეხმაურა –მოსკოვიდან მაკედონელი დიპლომატები გააძევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S