"საწვავზე აქციზისა და დღგ-ს გაუქმება ამ ეტაპზე შეუძლებელია"
28/03/2022 12:00:41 ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აქციზისა და დღგ-ს გაუქმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.
"კონკრეტულად, აქციზისა და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებაში. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს. ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების, დაახლოებით, 8%-დან 9%-მდე. ბუნებრივია, ამხელა ტიპის საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და წელს დაგეგმილია ქვეყნის მიერ აღებული სოციალური ვალდებულებები ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამ ეტაპზე იქნას საუბარი",- განაცხადა ხუციშვილმა.


