Accentnews.ge
"მოვლენების შემობრუნებაა": ნიკოლაევში ნაცისტური დამპყრობლების განდევნის 78 წლისთავი აღნიშნეს

"მოვლენების შემობრუნებაა": ნიკოლაევში ნაცისტური დამპყრობლების განდევნის 78 წლისთავი აღნიშნეს

28/03/2022 12:21:19 ევროპა

28 მარტს ნიკოლაევში ნაცისტური დამპყრობლების განდევნის 78 წლისთავი აღნიშნეს: მედესანტეების პატივსაცემად მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

"ჩვენ ვიხსენებთ ყველა გმირს, რომელთა ბრძოლამ, თავდაუზოგავმა შრომამ და გმირობამ ხელი შეუწყო ქალაქისა და რეგიონის ნაცისტებისგან განთავისუფლებას. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც სასტიკი ბრძოლაში დაიცვა მშობლიური უკრაინული მიწა და მოაახლოვა გამარჯვების დღე.

დღეს ნიკოლაევის ფაშისტური დამპყრობლებისგან განთავისუფლების დღეა. ახლა კი რუსი დამპყრობლებისგან რეგიონის განთავისუფლებით ვართ დაკავებული. ეს არის მოვლენების შემობრუნება“,–განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.

მეორე მსოფლიო ომის დროს წითელი არმიის მიერ ქალაქ ნიკოლაევის დაბრუნებას წინ უძღოდა სადესანტო ოპერაცია კონსტანტინე ოლშანსკის მეთაურობით, რომელიც ჩატარდა ნიკოლაევის საზღვაო პორტის დასაკავებლად 1944 წლის მარტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S