Accentnews.ge
"შოიგუ უფის სიახლოვეს აფარებს თავს, პუტინი კი ურალზეა, სურგუტის მიდამოებში"

"შოიგუ უფის სიახლოვეს აფარებს თავს, პუტინი კი ურალზეა, სურგუტის მიდამოებში"

28/03/2022 12:16:42 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფის სიახლოვეს აფარებს თავს, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი ურალზეა, სურგუტის მიდამოებში, - იუწყება ახალ მონაცემებზე დაყრდნობით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ "Bellingcat"-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი.

იგი აზუსტებს, რომ ერთიცა და მეორეც სავარაუდოდ, დაცულ ბუნკერებში იმყოფებიან, რაც ბირთვული იარაღის გამოყენების პოტენციურ საფრთხეს უნდა უკავშირდებოდეს.

როგორც გროზევი განმარტავს, პუტინს უკრაინაში შესაძლო მარცხის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების იდეაზე უარი კვლავინდებურად არ უთქვამს, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით, ამის ალბათობა საგრძნობლადაა შემცირებული.

"ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში - მიმდინარე წლის იანვარში ჩვენი წყაროები რუსეთიდან გვატყობინებდნენ, რომ პუტინი უკრაინაში საომარი მოვლენების მისთვის არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების იდეას დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდა. მეტიც, ის იკვეხნიდა კიდეც გარემოცვაში, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, ამ ნაბიჯის გადადგმის "თავი ჰქონდა". ამ იდეაზე უარი პუტინს არც ახლა უთქვამს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მოვლენები მისთვის აშკარად არასასურველი სცენარით განვითარდა, პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა საგრძნობლადაა შემცირებული" - განაცხადა გროზევმა "Украiна24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე განმარტებით, ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას პუტინის გარდა, კიდევ 4 პირი უნდა დასთანხმდეს, რომელთაგან სულ მცირე, ორი, "Bellingcat"-ის მონაცემებით, ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

"უნდა გვესმოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება წამში არ მიიღება და რომც იქნას მიღებული, მის განხორციელებას მომზადება სჭირდება, რომელმაც არათუ საათები, ერთი და მეტი დღეც შეიძლება, წაიღოს. თუმცა ზოგადად, ეს იდეა კრემლის ხელმძღვანელობის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. შესაბამისად, მოსკოვი დასავლეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯზეც ფიქრობს და უმაღლესი ხელმძღვანელობა წინასწარ გახიზნა დაცულ ბუნკერებში" - ამბობს გროზდევი.

რაც შეეხება შოიგუსა და პუტინის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს, როგორც "Bellingcat"-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ორგანიზაციის თანამშრომლები თითქმის ყოველდღიურად აფიქსირებენ შოიგუს თვითმფრინავის ფრენას უფის მიმართულებით, სადაც, მათი მონაცემებით, რამდენიმე დაცული ბუნკერია განთავსებული, პუტინის ბორტს კი კიდევ 4 თვითმფრინავი აცილებს და ურალის მიდამოებში ხუთივე ბორტი ტრანსპონდერებს თიშავს, რათა მათი დაშვების წერტილის დაფიქსირება ვერ ხერხდებოდეს, თუმცა მაღალი ალბათობით, რუსეთის პრეზიდენტი სურგუტის მიდამოებში განთავსებულ ერთ-ერთ ზედაცულ ბუნკერს აფარებს თავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S