Accentnews.ge
მაკრონი - პუტინის შესახებ ბაიდენის სიტყვებზე: "მე თავს შევიკავებდი ასეთი ტერმინების გამოყენებისგან"

მაკრონი - პუტინის შესახებ ბაიდენის სიტყვებზე: "მე თავს შევიკავებდი ასეთი ტერმინების გამოყენებისგან"

28/03/2022 10:23:02 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაემიჯნა აშშ–ის ლიდერ ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ კომენტარებს, რომელთა თანახმად, მან პუტინს "ჯალათი" უწოდა, რომელიც "არ შეიძლება, დარჩეს ხელისუფლებაში".

"მე თავს შევიკავებდი ასეთი ტერმინების გამოყენებისგან", რადგან მე კვლავ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან", -განაცხადა მაკრონმა ტელეარხის "France 3" ეთერში.

მისი თქმით, იგი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს კიევსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას.

"თუ ჩვენ ამის მიღწევა გვსურს, ჩვენ არ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია სიტყვებით ან მოქმედებებით მოვახდინოთ. ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში", – განაცხადა მაკრონმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S