Accentnews.ge
ლავროვი: "პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება"

ლავროვი: "პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება"

28/03/2022 10:04:47 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრა ამ ეტაპზე გამორიცხა.

"შეხვედრა მხოლოდ მაშინ უნდა გაიმართოს, როდესაც მხარეები მთავარ საკითხებზე შეთანხმებასთან ახლოს იქნებიან", – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S