Accentnews.ge
სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 მარტიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 მარტიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს

28/03/2022 09:38:04 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 29 მარტიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 29-30 მარტს დაბლობსა და ბარში +12, +17, ხოლო 31 მარტიდან +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. თბილი და უნალექო ამინდი 3 აპრილამდე შენარჩუნდება.

რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში 28 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 მარტს ქარი ჩადგება და 3 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 მარტიდან +20, +22 გრადუსამდე მომატებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S