ღარიბაშვილი: "მსოფლიოს 99 ქვეყანაში ბენზინი არის უფრო ძვირი, ვიდრე საქართველოში"
28/03/2022 07:49:25 პოლიტიკა, ეკონომიკა
"მსოფლიოს 99 ქვეყანაში ბენზინი არის უფრო ძვირი, ვიდრე საქართველოში", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნავთობის ფასების მატებაზე საუბრისას განაცხადა.
"მინდა, ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს, მოსახლეობას შევახსენო, რომ საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. ქსელებში რეგულარის მარკის ბენზინი უკვე 3.71-3.77 ლარი ღირს, პრემიუმის ფასი 3.85 ლარს, სუპერის კი 3.99 ლარს აჭარბებს.


