ბაიდენმა პუტინის შესახებ პოლონეთში გაკეთებული განცხადება განმარტა
28/03/2022 05:59:52 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პოლონეთში სიტყვით გამოსვლისას რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ მოუთხოვია.
ჟურნალისტების კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა რუსეთში ხელმძღვანელობის შეცვლას, როდესაც თქვა, რომ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება, ბაიდენმა უპასუხა, რომ "არა".
26 მარტს ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "პუტინი ვერ დარჩება ხელისუფელებაში". მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ბაიდენის განცხადება განმარტა და დააზუსტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს:
"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას".


