"რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც"
28/03/2022 05:32:15 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ "პუტინი ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც". ამის შესახებ მან რუს ოპოზიციონელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
"პუტინს მრავალვექტორული მიდგომა აქვს მსოფლიოში რუსეთის ადგილთან, ლიდერობასთან დაკავშირებით, იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვინც რუსეთისგან წავიდა, ვისაც აქვს უფლება რუსეთის ნაწილი არ იყოს, აქ მთელი ისტორიაა. კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები მოლდოველები არიან, ხოლო უკრაინა უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია. უკრაინა საშიშია ბევრი თვალსაზრისით. პირველი - რუსულმა ენამ გავლენა დაკარგა, რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკარგა, [პუტინს] უნდა რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით. [...] ბევრი მიზეზია თუ რატომ იქცევა [პუტინი] ასე. ამბიცია იმისა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რამდენხნიანია ეს ამბიცია? რამდენი დარჩა სიცოცხლე? ნებისმიერ ადამიანს რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს. მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. სტრატეგია არის, როცა ფიქრობ იმაზე თუ რა მოუვა სახელმწიფოს, რომელსაც მართავ უკვე საუკუნის მეოთხედის განმავლობაში", – განაცხადა ზელენსკიმ.


