Accentnews.ge
მეზენცევა: "უკრაინა რუსეთის შემოჭრის დროს ქალთა გაუპატიურების შემზარავ შემთხვევებზე თვალს არ დახუჭავს"

მეზენცევა: "უკრაინა რუსეთის შემოჭრის დროს ქალთა გაუპატიურების შემზარავ შემთხვევებზე თვალს არ დახუჭავს"

27/03/2022 11:14:54 მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი მარია მეზენცევა აცხადებს, რომ "უკრაინა რუსეთის შემოჭრის დროს ქალთა გაუპატიურების შემზარავ შემთხვევებზე თვალს არ დახუჭავს".

მისი თქმით, ქვეყანაში სადღეისოდ უკვე ბევრი მსხვერპლია, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ინციდენტი უნდა აღინუსხოს და გასაჯაროვდეს, რადგან საბოლოოდ დამნაშავე დაისაჯოს და სამართალი აღსრულდეს.

"ამჟამად პროკურატურა განხილავს ერთ ძალიან მძიმე საქმეს. მე არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, მაგრამ ეს არის საშინელი ინციდენტი. კიევთან მდებარე ერთ–ერთ ქალაქში, მტერი შევარდა ერთ–ერთ სახლში, მოკლა სამოქალაქო პირი მამაკაცი და მისი ცოლი, ბოდიში, მაგრამ უნდა ვთქვა, რამდენჯერმე გააუპატიურეს არასრულწლოვანი შვილის თვალწინ", – განაცხადა მეზენცევამ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, ისარგებლოს სხვა ქვეყნების, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის გამოცდილებით, როგორ დაეხმაროს მსხვერპლს ომის შემდგომ პერიოდში.

"მსხვერპლი ბევრია. რაზეც მე ზემოთ ვისაუბრე, ეს მხოლოდ ერთი საქმეა რომელიც გენერალურმა პროკურორმა გაასაჯაროვა. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ბევრ მსგავს საქმეს ველოდებით, რომელიც საჯარო გახდება მას შემდეგ, რაც დაზარალებულები მზად იქნებიან ამაზე სასაუბროდ", – დასძინა მან.

მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ "სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევაა, როდესაც რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ უკრაინის ქალაქებში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S