Accentnews.ge
შონ პენი: "თუ კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ზელენსკის არ ჩართავენ, ჩემს „ოსკარს“ გადავადნობ"

შონ პენი: "თუ კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ზელენსკის არ ჩართავენ, ჩემს „ოსკარს“ გადავადნობ"

27/03/2022 10:18:00 მსოფლიო

ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი და აქტივისტი შონ პენი მოუწოდებს ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიური დაჯილდოების მონაწილეებსა და გამარჯვებულებს, ბოიკოტი გამოუცხადონ წლევანდელ ცერემონიას, თუ მასში ვირტუალურად მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც არ მიიღებს.

„თუ აკადემიამ გადაწყვიტა ეს არ გააკეთოს, თუ წამყვანებმა გადაწყვიტეს, რომ არ დაუკავშირდნენ უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს ნაცვლად ტყვიებსა და ბომბებს უმკლავდება, მაშინ "ოსკარის" 94-ე დაჯილდოება იქნება, როგორც „ყველაზე უხამსი მომენტი ჰოლივუდის ისტორიაში“, – განაცხადა მსახიობმა.

შონ პენმა, რომელიც ამჟამად პოლონეთიდან ახორციელებს უკრაინის ჰუმანიტარ დახმარებას, თქვა, რომ თუ კინოაკადემია ზელენსკის არ მიიწვევდა, ის გადაადნობდა თავის „ოსკარს“. მან "ოსკარი" 2008 წელს ფილმ „მილკში“ შესრულებული როლისთვის მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S