ლაპიდი: "ისრაელი და აშშ ერთად იმოქმედებენ ბირთვული ირანის თავიდან ასაცილებლად"
27/03/2022 10:15:02 მსოფლიო
ლაპიდი: "ისრაელი და აშშ ერთად იმოქმედებენ ბირთვული ირანის თავიდან ასაცილებლად"ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდის განცხადებით, ისრაელი და აშშ ირანის ბირთვული საფრთხისგან მსოფლიოს დაცვას ერთობლივი ძალებით შეეცდებიან. ამის შესახებ მან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ლაპიდმა აღნიშნა, ბლინკენთან შეხვედრის მთავარი საკითხები ირანის ბირთვული მოლაპარაკებები და უკრაინაში მიმდინარე ომი იყო.ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის უკანონო შეჭრა უკრაინაში. ამის ფონზე კი აღნიშნა, რომ მსოფლიო ვერ შეძლებს გაუმკლავდეს კიდევ ერთ დიდ ბოროტებას - ბირთვულ ირანს.
"ისრაელი და აშშ ერთად იმოქმედებენ ბირთვული ირანის თავიდან ასაცილებლად", – დასძინა მან.


