ლუგანსკის დე ფაქტო ლიდერი: "ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩატარდება რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე"
27/03/2022 09:45:50 მსოფლიო
ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, შესაძლოა, რეფერენდუმი გაიმართოს.
„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარდება რეფერენდუმი, რომელზეც ხალხი გამოიყენებს თავის აბსოლუტურ კონსტიტუციურ უფლებას და გამოთქვამს აზრს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" 22 თებერვალს სცნო, ხოლო 24 თებერვალიდან უკრაინაში ომი დაიწყო.


