Accentnews.ge
"აშშ–ს რუსეთში რეჟიმის ცვლილების სტრატეგია არ აქვს"

"აშშ–ს რუსეთში რეჟიმის ცვლილების სტრატეგია არ აქვს"

27/03/2022 09:22:51 მსოფლიო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, "აშშ–ს რუსეთში რეჟიმის ცვლილების სტრატეგია არ აქვს".

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა, თეთრმა სახლმა უკვე აღნიშნა, რომ, უბრალოდ, პრეზიდენტ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინის ან ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ რუსეთში რეჟიმის ცვლილების სტრატეგია არ გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბლინკენმა იერუსალიმში ვიზიტის დროს.

26 მარტს ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "პუტინი ვერ დარჩება ხელისუფელებაში". მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ბაიდენის განცხადება განმარტა და დააზუსტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს:

"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S