Accentnews.ge
"ოკუპანტებმა 40 000-მდე უკრაინელი გაიტაცეს და რუსეთში გადაიყვანეს"

"ოკუპანტებმა 40 000-მდე უკრაინელი გაიტაცეს და რუსეთში გადაიყვანეს"

27/03/2022 09:12:55 მსოფლიო

უკრაინის ვიცე–პრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 40 000 უკრაინელი გაიტაცეს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში გადაიყვანეს.

მისი ინფორმაციით რუსეთი ქმნის ცრუ ჰუმანიტარულ დერეფნებს და ცდილობს შეადგინოს ე.წ "საევაკუაციო მარშრუტები" მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასაყვანად. ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსები ამ გეგმას იყენებენ მარიუპოლში.

„ოკუპანტები ცინიკურად იტაცებს ათასობით უკრაინელს ომის ზონიდან ან დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მიჰყავს ისინი უცხო მიმართულებით - ცრუ ჰუმანიტარული კორიდორების მიმდებარედ, რომლებსაც უკრაინასთან შეუთანხმებლად ქმნის. მოსალოდნელია, რომ ქალაქის მოსახლეობის ძირითად ნაწილს არ სურს აგრესორის ტერიტორიაზე „თავის შეფარება“. შედეგად, რუსი სამხედროებს ძალის გამოყენებით მიჰყავთ მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიების შუაგულში ან თავად რუსეთში. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ათობით ათასი უკრაინელის ამგვარ იძულებით გადასახლებაზე“, - აცხადებს ვერეშჩუკი.

მისი ინფორმაციით, რუსული ძალები მსგავსი სქემით ცდილობენ, ხალხი ბელარუსში ძალით კიევის რეგიონიდან გადაიყვანონ.

ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი არღვევს ჟენევის კონვენციას და უკრაინამ არალეგალური დერეფნების შესახებ უკვე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხაილო რადუცკიმ "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს" გუშინ წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, რომ არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ე.წ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა და არ დაუჭიროს მხარი აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის მოსახლეობის ძალის გამოყენებით გადაყვანას.

იმავდროულად, რადუცკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის მიუღებელია რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში "წითელი ჯვრის" ოფისის გახსნის გადაწყვეტილება:

„წითელი ჯვრის" ამგვარი ქმედებები მიუღებელია იმ ფონზე, როცა მტერი ჩვენს მოქალაქეებს არალეგალურად იტაცებს და რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ან უკრაინის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავს, რაც უკვე ხდება დღეს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S