Accentnews.ge
ბაიდენი რუს ხალხს მიმართავს

ბაიდენი რუს ხალხს მიმართავს

26/03/2022 18:21:39 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას რუს ხალხს მიმართა.

"თქვენ რუსი ხალხი არ ხართ ჩვენი მტერი. მე არ მჯერა, რომ თქვენ მიესალმებით უდანაშაულო ბავშვების და ბებია-ბაბუების მკვლელობას, ან რომ თქვენთვის მისაღებია საავადმყოფოების, სკოლების, სამშობიაროების დაბომბვა; ღვთის გულისთვის, ეს რუსული რაკეტებითა და ბომბებით ხდება. ახლა პუტინის აგრესიამ მოგკვეთათ თქვენ, რუსები, მთელი მსოფლიოსგან. იგი აბრუნებს რუსეთს უკან, მე-19 საუკუნეში. თქვენ ასეთები არ ხართ. ეს არ არის მომავალი, რომელსაც იმსახურებენ თქვენი ოჯახები და შვილები. სიმართლეს გეუბნებით, ამ ომს თქვენ, რუსი ხალხი არ იმსახურებთ. პუტინს შეუძლია და უნდა დაასრულოს ეს ომი", – განაცხადა ბაიდენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S