ბაიდენი – პუტინს: "არც იფიქრო ნატო–ს ტერიტორიაზე გადასვლაზე"
26/03/2022 18:20:14 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ "ნატო–ს წევრი ქვეყნებში შეჭრა არც იფიქროს".
"არც იფიქრო ნატო–ს ტერიტორიაზე გადასვლაზე", – მიმართა ბაიდენმა პუტინს.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ ნატო–ს წესდების მე–5 მუხლის ერთგულია.
„ამერიკული ძალები ევროპაში არ არიან იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩაერთონ რუსულ ძალებთან, ამერიკული ძალები აქ არიან ნატო–ს მოკავშირეების დასაცავად“, – განაცხადა ბაიდენმა.


