ბაიდენი – უკრაინელ ხალხს: "არ შეგეშინდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ"
26/03/2022 17:50:58 მსოფლიო
"არ შეგეშინდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ", – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ ხალხს.
"არასოდეს დაკარგოთ იმედი, არ შეგეშინდეთ დიქტატორის, რომელიც არმიას აშენებს იმპერიის აღსადგენად და ის ვერასდროს წაშლის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი. ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში. ჩემი გზავნილი უკრაინის ხალხისადმი არის მესიჯი, რომელიც დღეს მივაწოდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, რომლებიც, ვფიქრობ, ახლა აქ არიან: ჩვენ თქვენ გვერდით ვართ", – განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი დღეებში ან თვეებში არ დასრულდება:
"გამარჯვება დღეებში ან თვეებში არ მიიღწევა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავალი ხანგრძლივი ბრძოლისთვის".


