Accentnews.ge
ლონდონის მერი: "ბრიტანეთმა ბევრად მეტი უნდა გააკეთოს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად"

ლონდონის მერი: "ბრიტანეთმა ბევრად მეტი უნდა გააკეთოს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად"

26/03/2022 17:31:59 მსოფლიო

"დიდმა ბრიტანეთმა ბევრად მეტი უნდა გააკეთოს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად", - აღნიშნული განცხადება ლონდონის მერმა სადიქ ხანმა უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობისას გააკეთა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამარტივდეს პროცედურა უკრაინელი ლტოლვილებისთვის, ვინც დიდ ბრიტანეთში ჩასვლას ცდილობს.

როგორც მან აღნიშნა, სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ამ მხრივ გაერთიანებულ სამეფოზე უკეთესად იმუშავეს.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S