Accentnews.ge
ვარშავაში ბაიდენმა უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა: "პუტინი ჯალათია"

ვარშავაში ბაიდენმა უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა: "პუტინი ჯალათია"

26/03/2022 16:01:02 მსოფლიო

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ფიქრები აღეძრა ლტოლვილების დანახვისას, ბაიდენიშემდეგი განაცხადა:

"პუტინი ჯალათია".

ბაიდენმა აღნიშნა, რომ იგი მსგავს ადგილებში ხშირად ყოფილა, თუმცა მას ყოველთვის აკვირვებს "ადამიანის სულის სიღრმე და ძალა":

"გასაოცარია, იხილო ამდენი პატარა ბავშვი. მათი ჩახუტება გინდება. გინდება მადლობა გადაუხადო. ეს ამაყად გაგრძნობინებს თავს. თითოეულმა ბავშვმა თქვა რაღაც: "ილოცეთ მამაჩემისთვის, ბაბუაჩემისთვის ან ჩემი ძმისთვის, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან". მახსოვს, რას ნიშნავს, როცა ვინმე ომში გყავს. ყოველ დილით შენ დგები და ფიქრობ, უბრალოდ ფიქრობ და ლოცულობ, რომ ის სატელეფონო ზარი არ მიიღო".

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტი ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S