Accentnews.ge
"ამბოხებულმა რუსმა სამხედროებმა დანაკარგების გამო მეთაურს ტანკით გადაუარეს" – The Guardian

"ამბოხებულმა რუსმა სამხედროებმა დანაკარგების გამო მეთაურს ტანკით გადაუარეს" – The Guardian

26/03/2022 12:57:57 ევროპა

დასავლელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამბოხებულმა რუსმა ჯარისკაცებმა მათსავე მეთაურს ფეხებზე ტანკით გადაუარეს,– იუწყება The Guardian.

გამოცემის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ცნობები, რომელთა მიხედვითაც, 37-ე ბრიგადის მოტომსროლელი ბრიგადის პოლკოვნიკს ტანკი დაეჯახა. თუმცა, მათი თქმით, მეთაურს თავად მის დაქვემდებარებაში მყოფმა ჯარისკაცებმა გადაუარეს იმ დანაკარგისთვის, რაც მათ უკრაინასთან ბრძოლისას განიცადეს - ქვედანაყოფმა, რომელიც მაკარივში იბრძოდა, სამხედროების 50% დაკარგა.

არსებული ცნობებით, პოლკოვნიკი მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. თუმცა, მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S