Accentnews.ge
ილია II: "გლოვა გვიწევს ჩვენი ჯარისკაცების გამო, სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია"

ილია II: "გლოვა გვიწევს ჩვენი ჯარისკაცების გამო, სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია"

26/03/2022 12:17:41 საზოგადოება

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში ქართველი მეომრების დაღუპვას გამოეხმაურა. როგორც ილია მეორე ამბობს, "სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია".

"სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს.

სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია!

აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს", - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს დღეს დაკრძალავენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველის, ბახვა ჩიქობავას მარიუპოლიდან გადმოსვენების საკითხი ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S