
„მოვა გაზაფხული და ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყება აგრესორისთვის“ - ბუდანოვი
25/03/2022 21:32:14 ევროპა
უკრაინის დაზვერვა მეტყევეებთან და მონადირეებთან ერთად ამზადებს ძლიერ პარტიზანულ ბრძოლას რუსი დამპყრობლების ზურგში,– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა ამერიკული გამოცემა The Nation–თან ისაუბრა.
"ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი სპეცრაზმი, ჩვენი მონადირეებიც კი დაიწყებენ მტერზე თოფებით ნადირობას: მალე გაზაფხული მოვა, ტყეები გამწვანება და ნამდვილი ჯოჯოხეთი გაიხსნება აგრესორისთვის",– განაცხადა ბუდანოვმა.
მან მიანიშნა, რომ დაზვერვის სათაო ოფისი ინტენსიურად ამზადებს პარტიზანთა ქსელს მტრის ზურგში ზუსტი დარტყმების განსახორციელებლად. მან ეს ავღანეთისა და ვიეტნამის პარტიზანულ მოძრაობებს შეადარა.
2021 წლის დეკემბერში ამერიკელმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იკვლევდა გზებს უკრაინაში პარტიზანული მოძრაობის მხარდასაჭერად რუსეთის შეჭრის შემთხვევაში.