Accentnews.ge
ლუკაშენკო: „ათას ოცჯერ ვთქვი, რომ უკრაინაში ომს არ ვგეგმავთ, ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზეა მიუღებელი“

ლუკაშენკო: „ათას ოცჯერ ვთქვი, რომ უკრაინაში ომს არ ვგეგმავთ, ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზეა მიუღებელი“

25/03/2022 20:08:29 ევროპა

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო კვლავ ირწმუნება, რომ უკრაინაში ომს არ გეგმავს და რომ ეს ბელარუსებისთვის „გენეტიკურ დონეზე მიუღებელია“.

მისი თქმით, ქვეყნიდან „გაქცეული ოპოზიცია“ და მისი მხარდამჭერები ბელარუსების ემოციებით თამაშობენ, როცა აცხადებენ, რომ ბელარუსი უკრაინასთან ომში ჩართვას აპირებს. ხოლო მიზანი, მისი თქმით "საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა იმისათვის, რომ ომში ჩაგვითრიონ“.

„ათას ოცჯერ ვთქვი, უკრაინაში ბრძოლა ჩვენს გეგმებში არ შედის. ახლა ეს ცხელი თემაა. ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია. ახლა მათ ამაზე დაიწყეს ჩაჭიდება და ჩვენ წყნარად უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა მან.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში ბრძოლისთვის მოხალისეთა ჯგუფებს ქმნიან და უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობაში ოპოზიციონერები თავად დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკომ რუსეთს საკუტარი ტერიტორია დაუთმო სამხედრო ტექნიკის და ციცხალი ძალის გადაადგილებისთვის უკრაინაში შესაჭრელად. ამასთან, რუსული ავიაცია, რომელიც უკრაინულ ქალაქებს ბომბავს, ბელარუსის აეროდრომებს იყენებს.

უკრანული მხარის ცნობით, რუსი სპეცსამსახურები ინდივიდუალურ დონეზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ბელარს სამხედროებთან, რათა ჩართონ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S